2015 წლის 23 სექტემბერს პედაგოგთა საქველმოქმედო ფონდ „ამაგდარის“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო - „პოეტები პედაგოგებს“, რომლის მიზანი იყო მძიმე სენით დაავადებულ პედაგოგთა დახმარება. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: ბადრი სულაძემ, მარიკა ორჯონიკიძემ, ერეკლე საღლიანმა, ზაზა ნეფარიძემ, ჯუბა ღებელმა, ლევან ფანჩვიძემ, დათო არახამიამ, გივი ჩიღვინაძემ, ციური მესხიშვილმა, ეკა გაბსიანმა. პედაგოგების სახელით მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ფონდის ხელმძღვანელმა, რუსუდან გოგბერაშვილმა.

 

 SemoqmedebiTi