2015 წლის 10 -11-12 აგვისტოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინტელექტუალური კონკურსის - "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" II - III ადგილებზე გასული უფროსი და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებული გუნდები: 1. „ალილუია“ - ქ. რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4-ე საჯარო სკოლა; 2 . „სტიქაროსნები“ - ქ. თბილისის N191-ე საჯარო სკოლა; 3. „ჯვარი ვაზისა“ - ქ. რუსთავის N18-ე საჯ. სკოლა; 4. „თაბორი“ - ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, მათი ხელმძღვანელები და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარესთან, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოს სტეფანესთან (კალაიჯიშვილი) ერთად ისტორიულ ტაო-კლარჯეთს ესტუმრნენ. სამი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მოილოცეს ტაო-კლარჯეთის უძველესი ქართული ტაძრები: ბანა, ხახული, პარხალი, ოთხთა, იშხანი, ოშკი დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა. მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ და მამა კონსტანტინემ ყველა ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.