2015 წლის 15 ივლისს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აიპ „სოციალური დაცვის ლიგის“ ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, პირველი ქართული საცეკვაო სტუდიის დამაარსებლის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძე-სონღულაშვილის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა-წარდგინება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ალექსიძე-სონღულაშვილის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძე-სონღულაშვილი ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1896-1924 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე. 1902 წელს თბილისში დააარსა ქართული ცეკვის პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში 1934 წლამდე ედგა. მისი მოსწავლეები იყვნენ ილიკო სუხიშვილი, რევაზ ჭოხონელიძე, მ. სულხანიშვილი და სხვები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ქორეოგრაფიის გამოჩენილი მოღვაწეები, მოცეკვავეები, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi