2015 წლის 17 - 18 ივნისს, 12:00 სთ-ზე და 19:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში მეფუტკრეობის კოლეჯში სწავლის მსურველთათვის გაიმართა ლექცია თემაზე: „ფუტკრის საკვები ბაზა: საკვები ბაზის არსი და მნიშვნელობა. ნექტარი და სანექტრეები. ნექტრის გამოყოფაზე მოქმედი ფაქტორები. საკვები ბაზის შეფასება. ყვავილობის კალენდრის მნიშვნელობა, საკონტროლო სასწორი. საფუტკრის დღიური, ფუტკრის მთაბარობა. ნექტარი და მტვერი, მათი ქიმიური შემადგენლობა, ნექტაროპროდუქტების განსაზღვრის მეთოდები. საკვები ბაზის დახასიათება. თაფლოვან მცენარეთა კლასიფიკაცია. მეფუტკრეობის ძირითადი მიმართულებები საქართველოში. ღალიანობის ტიპები, უღალო პერიოდები და მისი გამოსწორების გზები. ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესება. ფუტკრის როლი მცენარეთა ჯვარედინი დამტვერვის საქმეში, ყვავილის აგებულება და მისი განაყოფიერება ფუტკრის მეშვეობით, ფუტკრის ოჯახების ნორმა ერთ ჰექტარ სასოფლო სამეურნეო სავარგულზე (კულტურების მიხედვით), სადამტვერვო სამსახური და მისი ანაზღაურება, ფუტკრის დაგეშვა, სათბურში ფუტკრის გამოყენება დასამტვერიანებლად“. საუბარი წარმართა მეფუტკრეობის დარგის სწავლულმა ზოოტექნიკოსმა როლანდ ზირაქაშვილმა.

 

 SemoqmedebiTi