2015 წლის 16 ივნისს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება კრებულის – ,,სიკეთის წიგნი“ წარდგინება. წიგნში 80 – მდე თანამედროვე ავტორია შესული. წიგნის რედაქტორი და შემდგენელი ნინო მოდრეკილაძე. კრებული გამოსცა გამომცემლობა „კალმოსანმა“. რამდენიმე თვის წინ, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა საქველმოქმედო სახის პოეზიის საღამო, სადაც ავტორებმა საკუთარი წიგნები გამოფინეს. წიგნები გაიყიდა და თანხა გადაეცა სიმსივნით დაავადებულ გოგონას. ღონისძიება ნინო მოდრეკილაძის ორგანიზებით გაიმართა. მადლობის ნიშნად, ქალბატონმა ნინომ, ქველმოქმედ ავტორთა კრებული გამოსცა. 16 ივნისს, ყველა ავტორს საჩუქრად გადაეცემა წიგნი. ასევე, ,,საქართველოს ქალთა საბჭო“ ქველმოქმედ ავტორებს მადლობის წერილებს გადასცემს. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.