2015 წლის 15 ივნისს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნება ახალგაზრდა ხელოვანის, მარიამ დარბაიძის პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე დეკორატიული სანთელი. ექსპოზიცია 17 ივნისამდე გაგრძელდება. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.