2015 წლის 8 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სამხატვრო სტუდია „პალიტრას“ საიუბილეო გამოფენა სახელწოდებით - „20 წელი-თაობები“. სტუდიის დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო სტუდიის კურსდამთავრებულებმა და მოსწავლეებმა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატი, ასევე, ხელნაკეთი ნივთები. სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა ნატა კიკაბიძემ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები, სამხატვრო სტუდია „პალიტრას“ საიუბილეო კატალოგები და წიგნები გადასცა. სამხატვრო სტუდია „პალიტრა“ დაარსდა 1995 წელს მხატვარ ნატა კიკაბიძის მიერ. სტუდიაში ბავშვები ეუფლებიან: ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, გარკვეულ ეტაპზე გადიან: გობელენს, მაკრამეს, კერამიკას. წლის განმავლობაში მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გამოფენებში და კონკურსებში. წლების განმავლობაში სამხატვრო სტუდიის კურსდამთვრებულები სწავლას აგრძელებენ სხვადასხვა სამხატვრო სასწავლებლებში.