2015 წლის 8 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მეფუტკრეობის კოლეჯში სწავლის მსურველთათვის - დღის ჯგუფთან გაიმართა ლექცია თემაზე: „ფუტკრის ოჯახი, მისი შემადგენლობა -დედა, მამალი და მუშა ფუტკრის დახასიათება და მათი ფუნქციები. დედა ფუტკრის სახეები- გაუნაყოფიერებელი, განაყოფიერებული, გაცრუებული და ბერწი-უნაყოფო დედები, მათი დახასიათება. ფუტკრის ოჯახის შემადგენელი ინდივიდების ბიოლოგიური განვითარების ციკლი - კვერცხის, ღია და გადაბეჭდილი ბარტყის და იმაგო სტადიების ხანგრძლივობა“. საუბარი წარმართა ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ვენერა სტეფანიშვილმა. შემდეგი ლექცია გაიმართება 2015 წლის 9 ივნისს, 12:00 სთ-ზე, თემაზე: „ ფუტკრის გარეგანი აგებულება, სხეულის ნაწილები - თავი, მკერდი, მუცელი. სხეულის საფარი. ფუტკრის თავი და მისი აღწერა -მარტივი და რთული თვალები, ულვაშები, პირის აპარატი და მისი აგებულება. მკერდი, ფეხები, მუცელი, ნესტარი და შხამი. ფუტკრის საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ნერვული, სისხლის-პემოლიმფის სისტემები. საყლაპავი მილი, ჩიჩახვი. ნექტრის გადამუშავება ჩიჩახვში: შუა, წვრილი, მალპიგიის მილები სწორნაწლავი“. მოხსენების ხანგრძლივობა 2 სთ. მომდევნო ლექციები გაიმართება: 12:00 სთ-ზე - 15,16,17,23, 24, ივნისს; 19:00 სთ-ზე - 10, 11, 18, 19, 22, 29, 30, ივნისს.