2015 წლის 5 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით – „ ნოდარ დუმბაძე და გურია“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 8 - დან -15 წლამდე ასაკის მოსწავლეების 100-ზე მეტი ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნამუშევარი: პორტრეტი, ნატურმოტი, პეიზაჟი და აბსტრაქცია. ასევე, ხალხური რეწვის ნიმუშები – თექა, მაკრამე, და სხვა ხელნაკეთი ნივთები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ და სასწავლო ნაწილის გამგემ ჯონი უჯმაჯურიძემ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

 

 SemoqmedebiTi