2015 წლის 5 ივნისს, 12:00 სთ-ზე და 19:00 სთ-ზე , საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მეფუტკრეობის კოლეჯში სწავლის მსურველთათვის პირველი ლექცია თემაზე: „ მეფუტკრეობის განვითარების მოკლე ისტორია. ქართული ფუტკრის დახასიათება“. საუბარი წარმართა ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ვენერა სტეფანიშვილმა. შემდეგი ლექცია გაიმართება 2015 წლის 8 ივნისს, 12:00 სთ-ზე, თემაზე:„ ფუტკრის ოჯახის ბიოლოგია. ოჯახის შემადგენლობა: დედა, მამალი და მუშა ფუტკარი. მათი დახასიათება და ფუნქციები“. საუბარს წარმართავს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვენერა სტეფანიშვილი. მოხსენების ხანგრძლივობა 2 სთ. მომდევნო ლექციები გაიმართება: 12:00 სთ-ზე - 9, 15,16,17, ივნისს; 19:00 სთ-ზე - 10, 11, 18, 19, 22, ივნისს.