2015 წლის 3 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა 145-ე და 112-ე საჯარო სკოლებთან არსებული სახვითი ხელოვნების სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია 4 - დან -15 წლამდე ასაკის მოსწავლეების 100-მდე ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნამუშევარი: პორტრეტი, ნატურმოტი, პეიზაჟი და აბსტრაქცია. სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელებმა მურად იამანიძემ და მაია კაკაბაძემ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები და დიპლომები გადასცეს. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის 145-ე და 112-ე საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები. ექსპოზიცია გაგრძელდება 4 ივნისამდე.