2015 წლის 3 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ემიგრანტთა ლიტერატურული კონკურსის -„ემიგრანტის წერილი 2014“ -ის პრიზიორთა და ფინალისტთა კრებულის - „ემიგრანტის წერილი 2014“ წარდგინება. წიგნში შესულია ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანებისა (ყოფილი თესალონიკის ქართული დიასპორის კონფედერაცია) და ლიტერატურული გაერთიანება „ქართული სალონის“ პროექტის, პირველი საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის -„ემიგრანტის წერილი 2014“ - ის პრიზიორებისა და ფინალისტების ნამუშევრები. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ემიგრანტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე, რუსეთიდან, ჩვენი რეგიონის მეზობელი სახელმწიფოებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კონკურსის ფინალისტი გახდა 24 ემიგრანტი. კონკურსის მიზანი იყო, თავი მოეყარა მსოფლიოში გაფანტული შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ქართველი ემიგრანტებისთვის და ამით ხელი შეეწყო მათ შორის მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობის დამყარებისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ქართული დიასპორების კონსოლიდაციის მისაღწევად. წიგნი გამოცემულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მხარდაჭერითა და დაფინანსებით. პროექტის ავტორი და წიგნის რედაქტორი: რუსუდან გოგბერაშვილი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: მამა გურამ ოთხოზორია, რუსუდან გოგბერაშვილი, ზაურ ნაჭყებია, გიული ჩქარეული, გივი ჩიღვინაძე, ციური მესხიშვილი, მზისო ნავროზაშვილი, ნინო მოდრეკილაძე, თამარ ლომიძე, სვენ ვოგე, ლევან ლორია, გვანჯი მანია, გოჩა გურგენიძე, ბელა ალანია, ლანა მანველი, თემურ დანელია, ნინო სპანდერაშვილი და სხვ. საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს ევგენი მიქელაძის სახ. მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდმა.