2015 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკოს“ ორგანიზებით გაიმართა ქართული ქრისტიანული პოეზიის ათტომეულის მე-3 ტომის – „საბავშვო ქრისტიანული ლექსები“ წარდგინება. ქართული ქრისტიანული პოეზიის ათტომეული გამოიცემა ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის „წმინდა ნინოს ჯვარი“ ფარგლებში. ათტომეული ისტამბება ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, ფილოლოგიის მეცნიერაბათა დოქტორის - მამა ილია ჩიკვაიძის ლოცვა-კურთხევით. კრებული – „საბავშვო ქრისტიანული ლექსები“ წარმოადგენს ქართული ქრისტიანული პოეზიის მე-3 ტომს. წიგნი გამოიცა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის თანადგომით. მესამე ტომში – „საბავშვო ქრისტიანული ლექსები“ ქვეყნდება 80 ავტორის ასზე მეტი ლექსი. ათტომეულის პირველი და მეორე ტომები: „ეკლესია-მონასტრები ქართულ პოეზიაში“ და „ანგელოზი ქართულ პოეზიაში“ გამოიცა 2014 წელს. დასასრულ, ნაჩვენები იქნა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა ანდრიას ჯვარი“ გამარჯვებული, ათტომეულის პროექტის ხელმძღვანელის - რეჟისორ ლია დაუშვილის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.

 

 SemoqmedebiTi