2015 წლის 29 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქართველი მხატვრისა და პოეტის ბიეტა აბშილავას მხატვრული ნაქარგების გამოფენა, სახელწოდებით -,,ქართველ პოეტთა ნაწარმოებების ავტოგრაფები“. ექსპოზიცია მიეძღვნა აფხაზეთში დაღუპული გმირების ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიასა და გენო ადამიას ხსოვნას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 200-ზე მეტი ნამუშევარი. გამოიფინა ტილოზე დატანილი და ამოქარგული საზოგადო მოღვაწეების, პოეტების ნაწარმოებების ავტოგრაფები. გამოფენას ესწრებოდნენ მწერლები, მომღერლები და მხატვრები. ღონისძიება გაიმართა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით.