წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო საღვთისმეტყველო სამეცნიერო კონფერენციის
დასკვნითი დოკუმენტი
თბილისი _ ცაგერი _ ლენტეხი                               2010 წლის 20-25 ოქტომბერი
წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები იმართება 2005 წლიდან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან _ საქართველოს საპატრიარქო, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, წმ. ამდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
III საერთაშორისო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას ხელმძღვანელობდა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დოქტორ ჟან-კლოდ ლარშეს თანადგომითა და კოორდინირებით.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ _ ღვთისმეტყველები, პატროლოგები, საეკლესიო ისტორიკოსები, ფილოლოგები, არქეოლოგები, ანთროპოლოგები, რომლებიც სწავლობენ წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და შემოქმედებას: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) (საქართველო), ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი) (სერბეთი), ჟან-კლოდ ლარშე (საფრანგეთი), გრიგორი ბენევიჩი, პეტრე მალკოვი, ნატალია გოლოვნინა, ია მელნიკოვა (რუსეთი), ვალერი სილოგავა, ვლადიმერ ასლანიშვილი, რევაზ ხვისტანი, ეთერ ქავთარაძე (საქართველო).
მოხსნებები მიეძღვნა წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებას მიეძღვნა თემები: 1) საქართველოში წმ. მაქსიმეს სახის ფოლკლორიზაციის შესახებ; 2) დაუსრულებელი არქეოლოგიური კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა 1914 წელს ნ. მარის ხელმძღვანელობით წმ. მაქსიმეს საფლავის ძიების მიზნით; 3) თანემდროვე არქოლოგიური კვლევის შესახებ წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში; 4) ანთროპოლოგიური ანალიზის შესახებ, რომლის შედეგადაც დაიდო წინასწარი დასკვნა წმ. მაქსიმეს სახ. ეკლესიის საკურთხეველში აღმოჩენილ წმიდა ნაწილთა _ წმ. მაქსიმე აღმსარებელთან, მის ორ მოწაფესთან (წმ. ანასტასი აპოკრისიარი და წმ. ანასტასი ბერი), აგრეთვე, წმ. არსენთან (ვის სახელზეც აიგო თავდაპირველად ეს მონასტერი) იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. ამ აღმოჩენამ საშუალება მოგვცა ნაყოფიერად გვემსჯელა წმ. მაქსიმეს ცხოვრების უკანასკნელ პერიოდთან დაკავშირებულ ფაქტებზე.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის შემოქმედებას მიეძღვნა თემები, რომლებიც შეეხებოდა: 1) მისი მემკვიდრეობის ფილოლოგიურ ასპექტებს; 2) საღმთისმეტყველო და 3) სულიერ საკითხებს.
კონფერენციის მონაწილეთა ნაწილმა განახორციელა ექსპედიცია სკიმერში _ ქვემო სვანეთის მაღალმთიან ადგილას, სადაც სავარაუდოდ მდებარეობდა ბიზანტიური ციხე-სიმაგრე სქიმარისი, რომელშიც თავისი ცხოვრების ბოლო თვეები გადასახლებაში გაატარა წმ. მაქსიმემ. კონფერენციის მონაწილეთა აზრით, საჭიროა ამ ადგილის არქეოლოგიური კვლევა.
კონფერენციის მონაწილეებმა ნაყოფიერად მიიჩნიეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა, საჭიროდ მიიჩნიეს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით კვლევის გაგრძელება და ამ საკითხების მეცნიერული განხილვა წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მომდევნო კონფერენციებზე, რომლებიც რეგულარულად გაიმართება.
ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე
ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე
პროფესორი, დოქტორი ჟან-კლოდ ლარშე
პროფესორი, დოქტორი ვალერი სილოგავა
პროფესორი, დოქტორი რევაზ ხვისტანი
დოქტორი გრიგორი ბენევიჩი
დოქტორი პეტრე მალკოვი
დოქტორი ია მელნიკოვა
დოქტორი ვლადიმერ ასლანიშვილი
დოქტორი ეთერ ქავთარაძე
ნატალია გოლოვნინა


 

 SemoqmedebiTi