2015 წლის 19 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება - „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“. ღონისძიება მიეძღვნა 16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში შემობრძანებას. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები წმ. წერილიდან და მომზადებული თემები: უფლის კვართის, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების, ღვთისმშობლის კვართის, ივერიის ყოვლადწმიდა ხატის, ქართული ენის, იოანე ზოსიმეს -„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ - შესახებ. მონაწილეობდნენ: 123-ე საჯ. სკოლის, 161-ე საჯ. სკოლის, 105-ე საჯ. სკოლის, 55-ე საჯ. სკოლის, ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის, წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები. ღონისძიება ქართული კულტურის საერთაშორისო საგანმანათლებლო-შემეცნებითი ცენტრის „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ ხელმძღვანელის ხათუნა ცომაის ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi