2015 წლის 15 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ხორციელი საქმეები და სულიერი ნაყოფი“.საუბარი წარმართა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სხირტლაძემ. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საუბარს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მრევლი.