2015 წლის 12 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ავტოპორტრეტი“. შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა დალი ხაჩიძემ განიხილა შემდეგი საკითხები: ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიული სისტემა და აზროვნების დონეები; „ღვთის მათემატიკა“ (ადამიანის 3 დაბადების დღე, ადამიანის 3 სამყოფელი; ადამიანთა 3 კატეგორია; 3 აზრი ჩვენს შესახებ...); ჰაერის შედგენილობა, წყლის თვისებები, დედამიწის ზომები – შემთხვევითობა თუ შემოქმედება?; რას ნიშნავს „ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია“; სიცოცხლის აზრი და მიზანი – საზრისი ცხოვრებისა; როგორები ვართ სინამდვილეში. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.