2015 წლის 2 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „დევიანტური ქცევის ფსიქოლოგია: აგრესია, ძალადობა, დამოკიდებულება“. საუბარი წარმართა ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.