2015 წლის 30 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ტაო-კლარჯეთის ისტორია“.

საუბარი წარმართა საქართველოს ისტორიის მიმართულების დოქტორანტმა საბა სალუაშვილმა.
„დღეს მოსწავლეებს გავაცანი ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორია. ამ კუთხის შესახებ ისტორიულ წყაროებში არსებული მონაცემები უძველესი დროიდან დღემდე. მოკლედ მიმოვიხილე ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ პიროვნული მოღვაწეობა“ - გვითხრა დოქტორანტმა საბა სალუაშვილმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები.

 

 SemoqmedebiTi