წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციები პერიოდულად იმართება უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
კონფერენციის პირველ დღეს მოხსენებებით წარსდგნენ: ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) _ `ახალი მონაცემები წმ. მაქსიმე აღმსარებლის საფლავთან დაკავშირებით;~ მკვლევარი ლადო ასლანიშვილი _ `წმ. მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში აღმოჩენილ ნეშტთა ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები;~ ჟან-კლოდ ლარშე _ `სიახლეები წმ. მაქსიმე აღმსარებლის გააზრებაში~ და ჰერცოგოვინის ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი) _ `დიადი საღვთო ბჭობა წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით.~
წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. საღვთისმეტყველო სამეცნიერო ცენტრისა და წმ. ანდრია მოციქულის სახ. ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
კონფერენცია 21 - 23 ოქტომბერს, გაიმართება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, ხოლო 25 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასკვნითი პრეს-კონფერენცია.