2015 წლის 23 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ზემო სვანეთის საეკლესიო მხატვრობა“.
საუბარი წარმართა თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტმა ქეთევან გონგაძემ.
„დღეს, სკოლის მოსწავლეებთან მქონდა ლექცია ზემო სვანეთის ფრესკულ მხატვრობასთან დაკავშირებით. მათ წარვუდგინე ზემო სვანეთის ხელოვნება: ფრესკული მხატვრობა, დასგური ფერწერა, ჭედური ხელოვნება. ასევე, ვისაუბრე ზემო სვანეთში არსებულ ტრადიციებზე, წესჩვეულებებზე, რწმენა - წარმოდგენებზე. ზემო სვანეთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ სვანეთის გზამკვლევს, რომელიც გამოცემულია 2000 წელს. ავტორები არიან: მარინა ყენია და ნათელა ალადაშვილი. ამ კრებულში ნახავენ მათვის საინტერესო ცნობებს ზემო სვანეთის შესახებ“ - გვითხრა ქეთევან გონგაძემ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.