2015 წლის 13 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „წირვა-ლოცვის სიმბოლური მნიშვნელობა“. საუბარი წარმართა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სხირტლაძემ. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და მრევლი.

 

 SemoqmedebiTi