2015 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მხატვარ ჟანი ხითარიშვილის პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 70 -მდე გრაფიკაში შესრულებული ნახატი.
მხატვარი ჟანი ხითარიშვილი დაიბადა 1973 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა ქ. თბილისის გ. კობახიძის სახ. 77-ე საშუალო სკოლა; 1991 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი.
მხატვარი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 2014 წლის 18 ივლისს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში.