2015 წლის 18 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კრებულის - ,,წმინდა ნინო“ (I-II ტომი) წარდგინება.

კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II- ის აღსაყდრების 35- და დაბადების 80 წლისთავს.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი პროფ. რევაზ სირაძე. კრებულის სარედაქციო საბჭო: რევაზ სირაძე, გრივერ ფარულავა, ავთანდილ არაბული, ივანე ამირხანაშვილი, მანანა ტუსკია, ქეთევან სირაძე. შემდგენელ-კოორდინატორი: მანანა ტუსკია.

კრებულებში დაბეჭდილია სხვადასხვა თაობის  ქართველ მეცნიერთა ნაშრომები ფილოლოგიური, ისტორიული და ენათმეცნიერული მიმართულებების, რომლებშიც  განხილულია ქრიატიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ქართლის გაქრისტიანება ევროპის ისტორიის კონტექსტში, წმ. ნინოს ლეგენდა  და ქართული ეროვნული შეგნების ისტორია, ქართული აგიოგრაფია და ისტორიული აზროვნების განვითარება, ქრისტეს კვართის ისტორია, წმ. ნინოსადმი მიძღვნილი საგალობლები,  „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტის და ენის საკითხები, ქრისტიანობა და ენობრივი პოლიტიკა, წმ. ნინო და ძველი ქართული სახვითი ხელოვნება.  განსაკუთრებით  უნდა აღინიშნოს წმინდა ნინოს „ქართლის ცხოვრებისეული“ ტექსტის ფრანგული თარგმანი მარი ბროსეს მიერ.

ორტომეულში შესულია რევაზ სირაძის, თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კიკნაძის, გიორგი ალიბეგაშვილის და სხვ. წმ. ნინოსადმი მიძღვნილი სამეცნიერო წერილები.

ასევე, ძველი ავტორების:  გიორგი მცირის, ეფრემ მცირის, ნიკო მარის, პავლე ინგოროყვას,  მიხეილ თარხნიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ყაუხჩიშვილის, თედო ჟორდანიას ნაშრომები წმ. ნინოსა და ქართველთა გაქრისტიანების შესახებ.

წიგნის გამოქვეყნება უზრუნველყო გამომცემლობა ,,მერიდიანმა“.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ელგუჯა ხინთიბიძე, მანანა გიგინეიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი, ზურაბ კიკნაძე, ნესტან სულავა, ნათელა ვაჩნაძე, გიორგი ალიბეგაშვილი, ზაზა სხირტლაძე და სხვ.

 

 SemoqmedebiTi