2015 წლის 12 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „მრავალმხრივი ინტელექტი “. საუბარი წარმართა ფსიქოლოგმა ლელა მურუსიძემ. „დღეს ახალგაზრდებს გავაცანი ჰოვარდ გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ, რომელიც ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო სისტემაში. პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია ამ თეორიის ცოდნა და ბავშვებისთვის თავისთავად, რომ გაერკვნენ საკუთარ თავში. მრავალმხრივი ინტელექტიდან დააზუსტონ ის ტიპი რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. რაც მათ ხელს შეუწყობს, რომ სწავლის პროცესში და შემდეგ უკვე სამომავლო ცხოვრებისეულ სიტუაციებში თავისი ეს ძლიერი მხარე იცოდნენ და გამოიყენონ. - გვითხრა ფსიქოლოგმა ლელა მურუსიძემ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi