2015 წლის 11 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო სიმსივნით დაავადებული თეა ძამუკაშვილის დასახმარებლად - „ როცა სიკეთე ლექსის სტროფია...“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. ექსპოზიციაზე გამოიფინა თანამედროვე ავტორთა წიგნები, ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის“ მიერ გამოცემული აუდიო დისკები. ასევე, ნახატები. ღონისძიების ორგანიზატორი: პოეტი ნინო მოდრეკილაძე.