2013 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ის აღსაყდრებიდან 36-ე წლისთავს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ათცამეტ ასურელ მამათა გზაზე მომლოცველი ბავშვები (წმ. მოწ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა სახლი, მ/მ ბავშვთა სახლი „ჩემი სახლი“, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი - სახლი „ათინათი“, 200-ე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სკოლა -პანსიონი, საქველმოქმედო ფონდი სოციალური პარტნიორობა - „მცირე საოჯახო ტიპის სახლი“, 203-ე ყრუ და სმენა დაქვეითებულთა საჯარო სკოლა), ასევე არასრულწლოვანი პრობაციონერები ოფიცრებთან ერთად, პენსიონერები, შვილგარდაცვლილი დედები და მომლოცველი მრევლი.
პროექტი - „ათცამეტ ასურელ მამათა კვალდაკვალ“ მოლოცვითი მსვლელობა 2009 წლიდან ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა -კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.
წელს მოლოცვით მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 1018 ბავშვმა.
შეხვედრას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია -II.
ღონისძიების ბოლოს პატრიარქმა ბავშვები და საღამოს ორგანიზატორები დალოცა: „..მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისათვის. აქ ზოგიერთი არის უნარშეზღუდული, სინამდვილეში თქვენ კი არა, არამედ ჩვენ ვართ შეზღუდულნი, მაგრამ მაინც ვმადლობთ უფალს. მე, მინდა მოგმართოთ, ჩემო სულიერო შვილებო, არ გაგიტყდეთ გული, ყველაფერი გამოსწორდება, ყველაფერი წინ წავა, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა, სიყვარული, სასოება და იმედი. უნდა სიახლოვე გვქონდეს ბუნებასთან, ბუნება მკურნალია ადამიანის“. -აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ.
ღონისძიებაში მონაწილე ბავშვთა სახლებს და სკოლებს საჩუქრად გადაეცათ საპატრიაქოს ახალგაზრული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლის, პროექტი - „ათცამეტ ასურელ მამათა კვალდაკვალ“ ხელმძღვანელის ნელი ჯიქურისა და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.