2013 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა საქველმოქმედო საღამო 3 წლის ანა-მარია კოზმანაშვილის დასახმარებლად. ექიმებმა მას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.
საღამოს უძღვებოდნენ ღონისძიების ორგანიზატორები: ნინო ლეკიშვილი და თათია გოგილაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ტარიელ ხარხელაური, გელა დაიაური, გიორგი ხმიადაშვილი, გიორგი დათიაშვილი (ჭაბუკა), დები წიკლაურები, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლიდეკა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერების ანსამბლი და სხვ. საღამოზე უცხოელი სტუმრებისათვის წაიკითხეს ტარიელ ხარხელაურის ლექსების გერმანული თარგმანები.
დღეს, გოგა გოგილაშვილის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ვაწყობთ საქველმოქმედო საღამოს 3 წლის ანა-მარიას დასახმარებლად. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. გოგა ემიგრანტია, თვითონაც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. წლების განმავლობაში ცხოვრობს ამერიკაში. მან შექმნა საიტი, რომელიც ყველამ ვიცით ჭჭჭ. GOGAGGG.OM. ამ საიტიდან შემოსული თანხებით აფინანსებს ბავშვების მედიკამენტებს. დღევანდელი საღამოდან შემოწირული თანხით, გოგას დახმარებით ანა-მარიას შეუძენთ მედიკამენტებს და საჭირო ნივთებს. საღამოში მონაწილეებს გადავცემთ სიგელებს და გოგა გოგილაშვილის ლექსების კრებულს“. -აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ლეკიშვილმა.

 

 

 SemoqmedebiTi