2013 წლის  20 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართველები საზღვრებს გარეთ" წარდგინება.  დამსწრე საზოგადოება გაეცნო  ორგანიზაციის საქმიანობას და ახლო მომავალში განსახორციელებელ გეგმებს.
ღონისძიებას უძღვებოდა  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველები საზღვრებს გარეთ“ ხელმძღვანელი  თეა თეთრაძე.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ:  ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის  მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) , პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარიამ ელიაშვილი და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლი „იავნანა“.
„ქართველები საზღვრებს გარეთ“ ოფიციალურად წელს დაარსდა, თუმცა რამდენიმე წელია ორგანიზაცია კულტურულ-საგამანათლებლო საქმიანობას ეწევა თურქეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად და ბევრ საინტერესო ღონისძიებას თუ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. აგრეთვე, აქტიურად არის ჩაბმული თურქეთელი ძველი ქართველებისთვის ქართული ენის, ისტორიის და კულტურის სასწავლო პროცესში .
ორგანიზაციის მიზანია განახორციელოს შემეცნებითი ხასიათის სხვადასხვა პროექტები, გაცვლითი პროგრამები, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა საზაფხულო ბანაკებში, რათა უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს და არ მოწყდნენ ქართულ ფესვებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამინისტროების, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

 SemoqmedebiTi