2013 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ვაჟა ნარიმანიძის პოეზიის საღამო.
ღონისძიებას უძღვებოდა ანა ხვედელიძე.
საღამოში მონაწილეობდნენ: წმ. მარინეს და წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრების მგალობელთა გუნდები, ანსამბლი „მთიელი“, ჯგუფი „გამოძახილი“, ჯგუფი „აფხაზეთი“, ნიკა ფაშალიშვილი, ლევან ვალიევი, ვახტანგ ტატუაშვილი, მაია გონჯილაშვილი, მარიამ ბურაშვილი, ელენე ბახტაძე, დები ზვიადაურები და სხვ.
ვაჟა ნარიმანიძემ საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხა ლექსები. პოეტისთვის ეს პირველი საღამო იყო. მას ხალხი „ღვთის პოეტის“ სახელით იცნობს.
საღამოს ორგანიზატორმა, დეკანოზმა, ლაზარე დუღუზაურმა (წმ. მოწ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძრის მღვდელმსახური) ისაუბრა ვაჟა ნარიმანიძის პოეზიის შესახებ და დალოცა დამსწრე საზოგადოება.