2013 წლის 16 დეკემბერს, გაიმართა ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებითი საღამო, რომელიც ავტორმა მიუძღვნა შვილს – ბექა ხარხელაურის ხსოვნას. ღონისძიება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრ ში.
საღამოს უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი.
პოეტმა და მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსნეს ბექა ხარხელაური, წაიკითხეს ტარიელ ხარხელაურის როგორც ახალი, ასევე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ლექსები. სიტყვით გამოვიდნენ: მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი), თემურ ჩალაბაშვილი, მანანა საღლიანი, ერეკლე საღლიანი, გელა დაიაური, ირაკლი ზვიადაური, გიორგი არაბული, სოფო ხარხელაური, თემურ ქორიძე, ოთო ფალიანი და სხვ. ტარიელ ხარხელაურმა წაიკითხა შვილისადმი მიძღვნილი ლექსები.
საღამოზე საგალობლები შეასრულეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლებმა – „ლაზარე“ და „იავნანა“.

 

 SemoqmedebiTi