2013 წლის 18 ნოემბერს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა წიგნის - "ბიო–ბიბლიოგრაფიისა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის შესახებ, 1977–2007 წლების პერიოდიკის მიხედვით" წარდგინება.
წიგნი გამოსაცემად მომზადდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში. რედაქტორი: მამა თეიმურაზ თათარაშვილი; კონსულტანტი: ეროვნული ბიბლიოთეკის საცნობარო–ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფი დოდო პაპუაშვილი; რეცენზენტი: თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე; ავტორნი და შემდგენელნი: ნანა კაჩუხაშვილი და ნატო ფურცელაძე; დიზაინი და დაკაბადონება: ლელა ბოჭორიშვილი; ფოტოები ლუარსაბ ტოგონიძის კოლექციიდან.
ნაშრომი დაიბეჭდა გამომცემლობაში - „ქართული აკადემიური წიგნი“, საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომლის - თამარ გერმანიშვილის ღვაწლით და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის განმგებლის, მონოზონ ევსევიას (ჩოხელი) დაფინანსებით.
იდეა, პატრიარქზე ბიბლიოგრაფიის შედგენისა, ეკუთვნის უთვალსაჩინოეს ქართველ ბიბლიოგრაფს თამარ დონდუას, კათოლიკოს–პატრიარქ ამბროსი ხელაიას შვილიშვილს, რომელსაც არ დასცალდა ამ კრებულის გამოცემა.
კრებულში თავმოყრილია მასალა ანოტირებული სტატიების, პატრიარქის მქადაგებლობის, ქველმოქმედების, მხატვრული შემოქმედების, მომლოცველობის და სხვა მრავალი მოუღლელი საქმიანობის შესახებ, სადაც თვალნათლივ ჩანს მისი ყოველდღიური შრომა, ღვაწლი საქართველოსა და ქართველი ერის სამსახურში.
ბიბლიოგრაფიაში ქართულ და რუსულ მასალას დართული აქვს ბიბლიოგრაფია უცხოური გამოცემებიდან, რომლებიც საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში პატრიარქისათვის საჩუქრად გამოგზავნილი პერიოდიკის სახით შემოდიოდა და შევსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდული გამოცემებიდან. წიგნში ასევე შესულია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილი ჩანახატები, მისი უწმინდესობის პორტრეტისათვის.
დასწრება თავისუფალია.