2013 წლის 16 ნოემბერს გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტურლური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გუდამაყრული პოეზიის საქველმოქმედო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები ტარიელ ხარხელაური და მარიამ წიკლაური, ლიტერატურათმცოდნე და ფოლკლორისტი ტრისტან მახაური, ელდინო საღარაძე, ასევე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებაზე ისაუბრეს გუდამაყარზე, გაიხსენეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება, წაიკითხეს: გოდერძი ჩოხელის, მამუკა წიკლაურის, ტარიელ ხარხელაურის და მამა თავმას ჩოხელის ლექსები.
საღამოს უძღვებოდა ახალგაზრდა პოეტი მაია გონჯილაშვილი.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს: ეკა ბაიაშვილმა, დები წიკლაურებმა, ფანდურამ (გიორგი ბექაური) და სხვ.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა, წიგნები, რვეულები, საწერი კალმები და სხვა საკანცელარიო ნივთები გადაეცემათ გუდამაყრის სკოლის ბავშვებს.
გუდამაყრის სკოლის ანგარიშის ნომერი: GE29Lბ 0121116159248000