2013 წლის 10 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეების, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფების, რეზო ჩხეიძის (85 წელი) და რეზო ბულიას (80 წელი) საიუბილეო საღამო. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო, რომელსაც უძღვებოდნენ ერეკლე საღლიანი, რეზო ჭანიშვილი და მანანა უშიკიშვილი.
საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ: ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, რეზო ჭოხონელიძე, თენგიზ უთმელიძე და სხვ. 
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა: ანსამბლი „ერქვანი“, ანსამბლი „დეკა“ და გ. ცაბაძის სახელობის N 25 ხელოვნების სკოლის ვოკალურ-ისტრუმენტალური ანსამბლი .
ღონისძიების ბოლოს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელმა რეზო ჭანიშვილმა ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს გადასცა „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ორდენები.

 

 SemoqmedebiTi