2013 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქეთევან დოლიძის წიგნის ,,ზეცის სარკეში" წარდგინება და საიუბილეო საღამო. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ პოეტის მეგობრები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.
საღამოს უძღვებოდა ერეკლე საღლიანი. ქეთი დოლიძის ლექსები წაიკითხეს: ოთო ფალიანმა, თემურ ცერცვაძემ და სხვ.
ღონისძიებაზე პოეტის ნოველის მიხედვით გადაღებული მალხაზ ვარშანიძის ფილმი „თეთრი თებერვალი“ აჩვენეს, ასევე შესრულდა მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, რომლებიც ბექა წულაიამ და ანსამბლ „გუმბათის“ წევრებმა შეასრულეს.
ქეთევან დოლიძე - პოეტი, 6 წიგნის ავტორი და გურამ რჩეულიშვილის საუნივერსიტეტო პრემიის ლაურიატია.
წიგნი -,,ზეცის სარკეში" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. რედაქტორი სოფიო ჯაფარიძე; კონსულტანტი თამარ შაიშმელაშვილი; მხატვარ-დიზაინერი მალხაზ ვარშანიძე. წიგნში შესულია პოეტის ლექსები, ნოველები და სამი ზღაპარი.