2013 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნინო ლარცულიანის წიგნის წარდგინება, სახელწოდებით: გრამატიკული ზღაპრები. სერია I. „ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“.
ფერადი ილუსტრაციებითა და მხიარული ისტორიებით დატვირთული ეს წიგნი წარმოადგენს გაცოცხლებულ ქართულ ანბანს, სადაც ყოველი ასო-ნიშანი ახალი და საინტერესო პერსონაჟია. ზღაპარის ავტორმა სიუჟეტური რკალების შესაქმნელად გამოიყენა: ძველი აღთქმის ეპიზოდები, ჩვენი დროის წმინდანთა ცხოვრებანი, რეალური ფაქტები ქართული ენათმეცნიერების ისტორიიდან და ნამდვილი ეპიზოდები ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებიდან, ასევე დაეყრდნო რა ქართული ანბანის წარმოშობის ვერსიებს, შექმნა პერსონაჟთა ასოციაციური სახეები.
ზღაპრისთვის ილუსტრაციები მხატვარმა ლელა ცინაძემ შექმნა . წიგნი გამომცემლობამ „შემოქმედი ანგელოზი“დაბეჭდა.