2013 წლის 4 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ქრისტიანული პოეზიის III ფესტივალი ,,წმინდა ნინოს ჯვარი“.
ფესტივალის პირველ დღეს, ჟიურის მიერ შერჩეულმა 29 ავტორმა საფესტივალოდ წარმოდგენილი ლექსები წაიკითხეს. ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ მესამე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით ტარდება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკო“ და წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი „მოამბე“. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს ლია დაუშვილი. ჟიური: მამა ილია ჩიკვაიძე, გენო კალანდია, მარიამ წიკლაური ზაალ ბოტკოველი, გივი ჩიღვინაძე.
ძირითადი მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერები: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს მწერალთა სახლი, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
ფესტივალი „წმინდა ნინოს ჯვარი“ 5 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება. 14:00 სთ–ზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ფესტივალში გამარჯვებულ ავტორთა დაჯილდოება და საფესტივალოდ გამოცემული კრებულების "წმინდა ნინოს ჯვარი, კრებული მე–3" და "წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში" – წარდგინება.
ქრისტიანული პოეზიის IV ფესტივალი ,,წმინდა ნინოს ჯვარი“ ჩატარდება 2014 წლის ივნისში.