2013 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა უნარშეზღუდული ხელოვანის, მარინე ქაციბაიას პერსონალური გამოფენა, რომელიც 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია წარმოდგენილი.
გამოფენასთან ერთად გაიმართა მარინე ქაციბაიას პოეზიის საღამო.
საღამოს უძღვებოდნენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანი გურამ ოთხოზორია და შორენა გორგიძე.
პოეტის ლექსები ახალგაზრდა პოეტებმა და მსახიობებმა წაიკითხეს. ფოლკლორული სიმღერები ანსამბლმა „დათვის ჯვარი“, თამარ ალადაშვილმა და ნინო ქავთარაძემ შეასრულეს.
ღონისძიება ემიგრანტი პოეტის ირმა ბეგლარიშვილისა და მამა გურამ ოთხოზორიას ორგანიზებით გაიმართა.