26 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა წიგნ „ოქონას“ წარდგინება.
წიგნში შესულია სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის სამეცნიერო სესიების მასალები, გორის უძველესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ოქონას“ ტაძრისა და ხატების შესახებ.
კრებული მომზადდა ს. მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ თინათინ სოსანიძისა და მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს ძალისხმევით.
რედაქტორი: ელდარ მამისთვალიშვილი (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი).
წიგნი დაიბეჭდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა–კურთხევით.
კრებული ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ის დაბადების 80, მონაზვნობის 50 და აღსაყდრების 35 წლის იუბილეს.