11 ნოემბერს , 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება მურმან ლებანიძისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოს წარუძღვება დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
ღონისიძება საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.