13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ ლაშა გახარიას 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებას უძღვებოდა ერეკლე საღლიანი. ლაშას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: სპარტაკ ქობულიამ, რუსლან რუსიამ, ლია ნაროუშვილმა.
პოეტის ლექსები წაიკითხეს ახალგაზრდა პოეტებმა ოთარ ფალიანმა და ჯარჯი შუქიაურმა.
ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები ანსამბლმა '' რუსთავმა'' შეასრულა.
საღამო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.