14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი უფროს ასაკობრივ ჯგუფში.
მონაწილეობდნენ:
„კიდობანი“ _ ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახ. სკოლა-პანსიონი /25 ქულა.
„ნათელი“_ მესტიის რ/ნ, ლატალის საჯ. სკოლა /27 ქულა.
„ივერონი“_ ხულოს რ/ნ, სხალთის სკოლა /8 ქულა.
„კირიე ელეისონ“_ ცაგერის წმ.ილია მართლის სახ. გიმნაზია /28 ქულა.
„განთიადი“_ ხონის N3 საჯ. სკოლა /28 ქულა.
„ბეთელი“_ ზუგდიდის რ/ნ, რიყის საჯ. სკოლა /26 ქულა.
„კელაპტარი“_ რუსთავის #18 საჯ. სკოლა /34 ქულა.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:
პირველ ადგილზე გავიდა - „კელაპტარი“_ რუსთავის #18 საჯ. სკოლა / 29ქულა.
მეორე ადგილი დაიკავა - „განთიადმა“_ ხონის N3 საჯ. სკოლამ /26 ქულა.
ხოლო მესამე ადგილზე გავიდა „კირიე ელეისონ“_ ცაგერის წმ.ილია მართლის სახ. გიმნაზია /23ქულა.
კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მეოთხე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.