8-9 ივნისს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართა - „ნახატები ბიბლიურ თემაზე“ კონკურსის მეორე ტური -„ხატვის დღე“.
კონკურსანტების რეგისტრაცია - 10:00 საათზე დაიწყო.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა კონკურსის მონაწილე ბავშვების ნახატები.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მესამე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.