
26 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ მამუკა დემეტრაშვილის პოეზიის საღამო.
საღამოს უძღვებოდა პოეტი _ ქეთევან შენგელია. სიტყვით გამოვიდნენ მამა ზაქარია ძინძიბაძე და პროზაიკოსი _ თემურ ნადარეიშვილი, რომლებმაც მიმოიხილეს პოეტის შემოქმედება.
მამუკა დემეტრაშვილი დაიბადა ქ. ყვარელში, 1969 წლის 13 მარტს. 1986 წელს დაამთავრა ყვარლის #2 საშ. სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991 წლიდან მუშაობს ამავე უნივერსიტეტის, ფიზიკის ფაკულტეტზე. 2005 წელს გამოსცა ლექსების კრებული _ “უმისამართო ღიმილი”. 2011 წელს გახდა ფესტივალ “წმინდა ნინოს ჯვარის” ერთ-ერთი გამარჯვებული. პოეტი არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
ღონისძიება მამუკა დემეტრაშვილისა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.