19 დეკემბერს _ ნიკოლოზობის დღესასწაულზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული და ზოგადად, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა _ გაყიდვა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო .ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის 3-დან 17-წლამდე ასაკის მქონე პაციენტების ნახატები.

საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყო ონკოლოგიური საავადმყოფოს პროექტ `გავულამაზოთ დღეები ბავშვებსა და მათ მშობლებს~ _ ფარგლებში. პროექტი განახორციელა .ღვამიჩავას ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა. აღნიშნულმა პროექტმა მუშაობა 2010 წლის მაისიდან დაიწყო. მისი მიზანია, ჩამოყალიბდეს ფსიქო-რეაბილიტაციის სერვისი, რომელიც პატარა პაციენტებს გუნება-განწყობილებას აუმაღლებს და მათი მკურნალობის შედეგს უფრო ეფექტურს გახდის.

საღამოზე, შემოსული თანხით ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებისათვის ახალი წლის მისალოცად საჩუქრების შეძენა და გადაცემა მოხდება, რომელიც მასმედიის საშუალებით გაშუქდება.



 

 SemoqmedebiTi