ოთხშაბათს 29 დეკემბერს 15:00 საათზე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება თბილისის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის #1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა საშობაო ნამუშევრების გამოფენა და გაიმართება შემოქმედებითი საღამო.
საღამოზე მოსწავლეები წაიკითხავენ პატრიოტულ ლექსებს, ასევე საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი "ინანა" - მარინა კოლხიდაშვილის ხელმძღვანელობით.
დასწრება თავისუფალია.