12 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრში გაიმართა ნოდარ ანდღულაძის შემოქმედებითი საღამო.
საღამოზე დიდმა მაესტრომ, ისაუბრა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე.
ნოდარ დავითის _ ძე ანდღულაძე (.13 დეკემბერს, 1927, თბილისი) ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), დავით ანღულაძის შვილი და მოწაფე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954).

1950 წელს დაამთავრა თსუ- ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1963 წელსთბილისის . სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წლიდან . ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. პარალელურად (1953-1959) _ თსუ- კავკასიური ენების კათედრის კათედრის პედაგოგია. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს (.ჩიქობავას ხელმძღვანელობით). 1961-1962 წლებში სტაჟიორად მოავლინეს მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" (პედაგოგი .ბარა).
ანდღულაძეს აქვს ძალზე ძლიერი, ლამაზი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი ხმა. მისი შესრულებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი მუსიკალური ფრაზირება, არტისტიზმი, სცენური ოსტატობა. პარტიები: აბესალომი, მალხაზი (.ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ტარიელი (.შველიძის "ამბავი ტარიელისა"),  მინდია, არზაყანი (.თაქთაქიშვილის "მინდია", "მთავარის მოტაცება"),  გერმანი (.ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"),  რადამესი, მანრიკო, პერცოგი,ოტელო (.ვერდის "აიდა" "ტრუბადური", "რიგოლეტო", "ოტელო"),  ედგარი (. დონიცეტის "ლუჩია დი ლამეურმული"),  კანიო (. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ტურიდუ (.მასკანის "სოფლის პატიოსნება"), ლოენგრინი (.. ვაგნერის "ლოენგრინი"),  ჰეროდე (.შტრაუსის "სალომე") და სხვა.

ბატონი ნოდარი კამერული მომღერალიცაა, დიდი ოსტატობით ასრულებს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გასტროლები გამართა საზღვარგარეთ (რუსეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, თურქეთი, იუგოსლავია და სხვა). 1983 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა "ლუჩია და ლამერმული".

მაესტრო 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია, 1981 წლიდან - პროფესორი, 1974 წლიდანსოლო სიმღერის კათედრის გამგე. მისი მოწაფეები არიან: . გამგებელი, . გუგუშვილი, . კარიაული, . ლომთაძე, . ნამორაძე, . ნაჭყებია, . ჩაჩავა, . ჭურღულია და სხვა.

ნოდარ ანდღულაძე ავტორია მეცნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში.

ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი 1958). . ფალიაშვილის სახელობის პრემია (1977). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
13 დეკემბერს დიდ მაესტროს 83 წელი უსრულდება. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ულოცავს ბატონ ნოდარს იუბილეს.

 

 SemoqmedebiTi