1 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მსჯავრდებულ გიორგის-ძე კილაძის წიგნ  `დილეგი~-ს პირველი ნაწილის _ `პირველი ტკივილების~ განხილვა.
 წიგნში შესულია ახალგაზრდა პოეტის წერილები და ლექსები.
` ...მე ვერ ვხვდებოდი, ვერ ვაფასებდი, ვერ ვათვიცნობიერებდი თუ რას ნიშნავს, იყო თავისუფალი... როდესაც ციხეში მოვხვდი, მხოლოდ, ახლაღა მივხვდი თავისუფლების ფასს, აზრს, მაგრამ უკვე გვიანია, უფრო სწორედ ძალიან გვიანი~... `აქ, ამ წიგნში, ყველა ჩემს მიერ განცდილი გრძნობებია გადმოცემული. ნუ დაკარგავთ ერთი გაუაზრებელი ნაბიჯით ყველაფერს ერთად...~ _ წერს წიგნის შესავალში  გიორგი კილაძე.
  ` ... ადამიანები იბადებოდნენ და იბრძოდნენ ღვთისაგან  მინიჭებული უფლებისათვის _ თავიასუფლების გულისთვის თავს წირავდნენ და კვდებოდნენ... ისინი კვდებოდნენ, მაგრამ თავისუფლები...~ _ ვკითხულობთ ახალგამოცემულ წიგნში. 
საღამოზე ახალგაზრდა პოეტის მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და  მწერლებმა ისაუბრეს და შეაფასეს  ახლად გამოცემული წიგნ `დილეგი~-ს  პირველი ნაწილის _ `პირველი ტკივილები~.

 

 SemoqmedebiTi