26 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო წიგნის "გოდერძი ჩოხელი _ შემოქმედება საზღვრების გარეშე" _ წარდგინება.

ეს წიგნი თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და კინოხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის _ გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული მემკვიდრეობის განხილვა-გააზრებაა.

"ამჯერად შევეცადეთ უფრო ღრმად ჩავწდომოდით გ. ჩოხელის ნააზრევს და სათანადოდ წარმოგვეჩინა მისი შემოქმედების ქმედითობა და მასშტაბურობა"_ წერს წიგნის შესავალში მაია წიკლაური.

"გ. ჩოხელი თხრობის საკუთარ სტილს აყალიბებს. ეს არის მარტივი, გასაგები, სუფთა, ყოველდღიური სამეტყველო ენა, რომელიც მშვენივრად მიესადაგება და მორჩილად ემსახურება მის შემოქმედებით ნააზრევს...."` ... დაუძლეველია გოდერძი ჩოხელის ენის ხიბლი _ "ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, მარტივი, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე, მაგრამ მეტყველი და მგრძნობიარე..." _ ვკითხულობთ ახალგამოცემულ წიგნში.

 

 

 

 SemoqmedebiTi